ჩვენს შესახებ
სასტუმრო „გურია პალასი“ მდებარეობს გურიაში,კერძოდ შეკვეთილში.სასტუმროს მდებარეობა არის ზედმიწევნით კარგი,რადგან სასტუმრო სამკურნალო მაგნიტური სანაპიროდან 7 მეტრის მოშორებით მდებარეობს.სასტუმროს გააჩნია 42 ნომერი,აქედან 31 სტანდარტული,7 საოჯახო, 2 ნახევრად ლუქსი და 2 ლუქსი.ნომრები არის კეთილმოწყობილი და კომფორტული,ყველა ოთახს გააჩნია აივანი,საიდანაც ზღვისა და მთების ულამაზესი ხედები იშლება.სასტუმროს ირგვლივ მდებარე ასწლოვანი ფიჭვნარის პარკი ქმნის უნიკალურ ჰაერს.სასტუმრო მზად არის სტუმრების მისაღებად,პერსონალი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თქვენი დასვენება დაუვიწყარი გახდეს.
გურია პალასი გელით.
სერვისები: ბარი, რესტორანი, ტერასა, საკონფერენციო დარბაზი, სატრანსპორტო მომსახურება, ღია აუზი, საუნა, ბილიარდი, ბავშვთა გასართობი მინი ატრაქციონები, wi-fi, უფასო პარკინგი.
|